მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა

მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან “დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამი გახდა”. “ბულინგი იყო აქამდე, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, ბულინგზე მეტი, სანამ მას შეეძლო, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას, რადგან ფიზიკურად მოკვლის საშუალება აღარ აქვს. დაანებონ ამ გვამების ხსენებას თავი და რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, არ მინდოდა, თავად რომ არ ეთქვა და თქვენ არ მოგეყოლათ ამ სიტყვის გამოყენება – ის დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა, ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია თქვას, უბრალოდ საპასუხოდ ვამბობ – ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე. მე მგონია, რომ მისი სიტყვები აღარ უნდა გავიმეოროთ, არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას აღარ ვკადროთ ასეთი რამ,”- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა”....
წყარო

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 12 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ