უცნობია როდის აღდგება საჯარო და კერძო ბაღების ფუნციონირება

ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ბაღები არ იხსნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით ამის მიზეზია სხვა სფეროების გახსნა, რაც ისედაც გაზრდის მობილობას. „არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად. ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუტურებთ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი და ამიტომ ალბათ, შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები, ამიტომ ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მთავრობა შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს. შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს. ასევე ნახეთ რკინიგზის და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის თარიღი ისევ უცნობია 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები. 15 თებერვლიდან მთელ საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ. ასევე ნახეთ სწავლა 15 თებერვლიდან მთელ საქართველოში საკლასო ოთახებში გაგრძელდება შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ. ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 14 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 9 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ