რუსეთი და ირანი პირველ რიგებში არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რეპრესიებს საზღვარგარეთ აწყობენ
რუსეთი და ირანი პირველ ადგილზე არიან იმ ავტორიტარულ ქვეყნებს შორის, რომლებიც რეპრესიების ტაქტიკას მიმართავენ უცხოეთში ემიგრანტების მიმართ, იტყობინება თავის ახალ ანგარიშში Freedom House-ი.
ანგარიშში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, წაიკითხავთ, რომ რუსეთის მთავრობა „მიმართავს ძალიან აგრესიულ ტრანსნაციონალურ ქმედებებს, რომელთა დროსაც ის ხშირად ინსტრუმენტად იყენებს უცხოეთში მცხოვრებ თავის ყოფილ მოქალაქეებზე და სხვა იმ პირებზე თავდასხმას, რომლებსაც საფრთხედ მიიჩნევს ხოლმე.
აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, 2014 წლიდან 2010 წლამდე აღრიცხული თავდასხმის და თავდასხმის მცდელობის 26 შემთხვევიდან რუსეთზე შვიდი მოდის.
ანგარიშის თანახმად, ირანს მიეწერება სამ ქვეყანაში მოწყობილი ხუთი თავდასხმა.
პაკისტანი, აზერბაიჯანი და შუა აზიის ხუთი ქვეყანა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი, ასევე იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც უცხოეთში საკუთარ მოქალაქეების მიმართ აწყობენ რეპრესიებს, თავდასხმის, დაპატიმრების, უკანონო დეპორტაციის ფორმით.
ანგარიშის ავტორები წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციური ფიგურების და ჟურნალისტების დევნის თაობაზე და აღწერენ კონკრეტულ, ჟურნალისტ აფღან მუხთარლის შემთხვევას, როცა ის თბილისში, ქუჩიდან გაიტაცეს და მეორე დღეს აზერბაიჯანში ამ ქვეყნის ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა.
ანგარიშში წერია, რომ უფლებადამცავები, დისიდენტები, ასევე მათი ოჯახების წევრები, ხდებიან ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ძალადობის და დაშინების მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტაქტიკის სამიზნეები, რასაც, ისინი იმედოვნებდნენ, რომ გაქცევით თავიდან აიცილებდნენ.
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, 2014 წლიდან აღრიცხული იქნა პირდაპირი ფიზიკური ტრანსნაციონალური რეპრესიის 608 შემთხვევა მსხვერპლის მიმართ 79 ქვეყანაში.
...