წულუკიანი გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე: ვფიქრობ, შედეგიანი იყო, მას შემდეგ წკავწკავებს

ყოფილი იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის ნომრის გამოცხადებას შედეგი მოჰყვა. მისი თქმით, ეს იყო მისი მხრიდან პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი. "ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა - მე ვფიქრობ, რომ შედეგიანი იყო იმიტომ, რომ მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. იგივე სიტყვებით წულუკიანმა გვარამიას გასაკრიტიკებლად პოლიტიკური პროცესების ნაწილზე საუბრის დროსაც გამოიყენა: "თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ გალანძღავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მე ასე არ მიაჩნია. სტანდარტია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ". 2 თებერვალს თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, "მთავარი არხის" დირექტორისა და მეწილის, ნიკა გვარამიას ნომერი გააჟღერა. გვარამიამ ამის შემდეგ თქვა, რომ მას უცხნო ნომრიდან ათეულობით ზარი და 100-ეულობით შეტყობინება მისდიოდა. ასევე ნახეთ თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ? ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის, დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა კანონი ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ