კანადამ ტერორისტულად აღიარა ორგანიზაცია „რუსული იმპერიული მოძრაობა“

კანადის ხელისუფლებამ ორგანიზაცია „რუსული იმპერიული მოძრაობა“ აღიარა როგორც ტერორისტული - სხვა 13 ორგანიზაციასთან ერთად, რომელთა შორის არიან რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები, ასევე ამერიკის ულტრამემარჯვენე „ამაყი ბიჭები“. ამის თაობაზეცნობა გაავრცელა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა. „რუსული იმპერიული მოძრაობა“ მოხვდა „იდეოლოგიურად მოტივირებულ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს“ შორის „ამაყი ბიჭებსა“ და „თეთრი რასის“ უპირატესობის აღიარების მიმდევარ კიდევ ორ ორგანიზაციასთან ერთად. „რუსეთის იმპერიული მოძრაობა“, სანქტ-პეტერბურგშია დაფუძნებული. შარშან ის აშშ-მა შეიტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ამ გადაწყვეტილების საფუძვლის გარშემო ცნობები არ გავრცელებულა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, ცნობილია, სხვათა შორის, ორგანიზაციის კორდინატორის, სტანისლავ ვორობიოვის სიტყვებით, რომ ორგანიზაცია ამზადებდა და აგზავნიდა მოხალისეებს დონბასში უკრაინის ჯართან საბრძოლველად. დასავლეთის მედიის თანახმად, ორგანიზაციას არ აქვს კავშირი რუსეთის მთავრობასთან, მაგრამ ხელისუფლება წინ არ აღუდგა მის საქმიანობას. მოძრაობის საიტი არ განახლებულა 2020 წლის მერე. გამოქვეყნებული პროგრამის თანახმად, მოძრაობა რუსეთის მონარქიის და რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრეა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ქვეყნების გაუქმების გზით. ...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 18 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ