კრემლის თანახმად, რუსეთში არ არის არავითარი რეპრესიები

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ის, თუ რა პირობებში ამყოფებენ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს, თავად ამ აქციების მონაწილეებს დააბრალა. „ამ ვითარების პროვოცირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ. ეს ვითარება პროვოცირებულია არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით. პირველ რიგში ამაზეა საჭირო ლაპარაკი,“ განაცხადა პესკოვმა. მან კომენტარი გაუკეთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ აქციების დროს დაკავებულები ცუდ პირობებში იმყოფებიან. მრავალრიცხოვან დაკავებულთა თქმით, მათ საათობით უხდებათ პოლიციის ავტობუსებში ცდა, საკნებში არ არის საკმარისი ადგილი, პრობლემებია მათთვის ამანათების გადაცემასა და წყლით მომარაგებაშიც კი. „დაკავებული მეტია, ვიდრე მათი დამუშავება შეუძლიათ ამ იზოლატორებს... მაგრამ ვიმეორებ, აქ უნდა ვილაპარაკოთ არა შედეგებზე. პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკანონო აქციებში,“ დასძინა პესკოვმა. პესკოვმა ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, რუსეთში ამჟამად არ არის პოლიტიკური რეპრესიები. „არავითარი რეპრესიები არ არის. არის ზომები, რომლებსაც პოლიცია იღებს კანონის დამრღვევთა მიმართ, უკანონო აქციების მონაწილეთა მიმართ...“ 23 და 31 იანვარს რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები. მიტინგები გაიმართა 2 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ კოლონიაში პატიმრობის მოსახდელად გაგზავნა ნავალნი. საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანი მოათავსეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 23 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ