თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ავტობუსისთვის და მიკროავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლით სარგებლობა 7 თებერვლიდან ისევ აკრძალული იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში განუცხადეს.
პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრიდან გაჩერდა, დაახლოებით ერთ თვეში კი მოქალაქეებს, ქალაქში არსებული საცობების გამო უფლება მისცეს Bus LANE-ზე ემოძრავათ.
ასევე ნახეთ
მეტრო და ავტობუსი თბილისში 21:00 საათამდე იმუშავებს
ახლა, როცა Bus LANE-ზე მანქანით გადაადგილება ისევ აკრძალულია. წესის დარღვევისთვის ძღოლები ჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 100 ლარით.
...