ვიქტარ ბაბარიკას სასამართლო 17 თებერვალს გაიმართება

ბელარუსში ყოფილი ბანკირი ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც შარშან დააპატიმრეს და აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რა მისცეს, 17 თებერვალს წარდგება სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ 4 თებერვალს გამოქვეყნდა განცხადება ბაბარიკას Telegram-ის არხზე მას შემდეგ, რაც მანამდე მინსკის სასამართლოში წინასწარი სხდომა გაიმართა ამ საქმესთან დაკავშირებით. თავად ბაბარიკა სხდომას არ ესწრებოდა. სამაგიეროდ სასამართლოში იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირი სისხლის სამართლის იმავე საქმის ფარგლებში. ექვსმა მათგანმა საპროცესო გარიგებას მოაწერა ხელი სასჯელის შემცირების იმედით. საქმეს განიხილავს ბელარუსის უზენაესი სასამართლო, რაც გასულ კვირაში გააკრიტიკა ბაბარიკას ადვოკატმა ძმიტრი ლაიეუსკიმ. მისი თქმით, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ეს მათ ართმევს განაჩენის გასაჩივრების საშუალებას. ბაბარიკა, რომელმაც შარშან გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, მალევე დააპატიმრეს ივნისში, თავის ვაჟთან, ედუარდთან ერთად. მათ ფულის გათეთრება, მექრთამეობა და გადასახადებისთვის თავის არიდება ედებათ ბრალად. მათი დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ბაბარიკას ბანკი და ათზე მეტი თანამშრომელი დააპატიმრა გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ყველა დაპატიმრებული უარყოფს ბრალდებას და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მათ სამართლებრივ დევნას. მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა, ბელარუსი საპროტესტო გამოსვლების ტალღამ მოიცვა. ოპოზიცია და დასავლეთის უმეტესი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ...
წყარო

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 12 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ