ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქომაგებს ყვირილსა და სიმღერას აუკრძალავენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეათანხმეს ქცევის წესები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალი ოლიმპიადის მონაწილე სპორტული დელეგაციების წევრებმა და გულშემატკივრებმა. სპორტსმენებმა იაპონიაში გამგზავრებამდე ორჯერ უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა. პირველად ტოკიოში გაფრენამდე ორი კვირით ადრე, მეორედ - სამი დღით ადრე. უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას კი, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს, სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით, რეგულარულად უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ოლიმპიური სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი და მკაცრად დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. ამასთან, თუ სპორტსმენებს აქამდე შეეძლოთ თანაგუნდელების გამოსვლისთვის ტრიბუნიდან ეცქირათ, ამჯერად ამის უფლება არ ექნებათ. მკაცრი შეზღუდვა დაუწესდათ ქომაგებსაც - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრეთ სპორტსმენთა მხარდაჭერა მხოლოდ აპლოდისმენტებით შეეძლებათ. აკრძალული იქნება ტრიბუნებზე ყვირილი და სიმღერა, რადგან კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადადის და ლაპარაკის, ყვირილის თუ სიმღერის დროს რისკი იზრდება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, ეს არაა ქცევის წესების საბოლოო ვარიანტი და ცვლილებებს კიდევ უნდა ველოდოთ. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიომ 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს. ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ