მოსკოვში ევროკავშირის დიპლომატებს Sputnik V-ით აცრის უფლება მისცეს

შიდა მიმოწერა, რომელზეც წვდომა მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, მოწმობს, რომ ევროკავშირი მოსკოვში მომუშავე დიპლომატებს უფლებას აძლევს, აიცრან რუსეთში წარმოებული ვაქცინა Sputnik V-ით, თუკი ასე მოისურვებენ. თუმცა ვაქცინა არ დაუმტკიცებია ევროკავშირის მარეგულირებელ უწყებას. მოსკოვში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წევრის მიერ 3 თებერვალს დაწერილ იმეილში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვაქცინაციის პროცესი გაავრცელოს დიპლომატიურ კორპუსზეც. მასში ვკითხულობთ, რომ „ამის გამო ისინი აგროვებენ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა ან მათი 18 წელს გადაცილებული ოჯახის წევრების მონაცემებს, ვისაც სურს ვაქცინაცია (სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და სამინისტროს სააკრედიტაციო ბარათის ნომერი).“ Sputnik V არსად არ არის ნახსენები იმეილის ტექსტში, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება „არ აკონკრეტებს, რა ვაქცინას იყენებს“ და რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩატარდება ვაქცინაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ დიპლომატიური კორპუსი ინტერესს გამოავლენს. მაგრამ იმეილში ასევე ნახსენებია: „შტაბბინიდან არ მიგვიღია მყარი გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ თუ არა ადგილობრივი ვაქცინაცია ან ვაქცინები, რომლებიც არ არის EMA-ს მიერ დამტკიცებული, თუკი ასეთები ხელმისაწვდომია.“ დღეისთვის ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) დამტკიცებული აქვს სამი ვაქცინა: Pfizer/BioNTech, Moderna და AstraZeneca. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა წყარომ მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების წარმოადგენლები ევროპელ დიპლომატებს ვაქცინას სთავაზობენ „გიჟებივით, როგორც კი საშუალება ეძლევათ, ყოველ შეხვედრაზე.“ ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 დღის წინ