ლორთქიფანიძე ამბობს რომ ჩვენება მისცა „მიწათმოწყობის ინსტიტუტიდან“ დაკარგული რუკების შესახებ

პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. დავით გარეჯის საქმეზე მიცემული ჩვენების შემდეგ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა „მიწათმოწყობის ინსტიტუტის“ შესახებ, საიდანაც, როგორც ის აღნიშნავს დაკარგულია უნიკალური რუკები. ჩვენების მიცემამდე ლორთქიფანიძემ ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელთან ზურაბ ბოჭორიშვილთან დაათვალიერა შენობა, სადაც „მიწათმოწყობის ინსტიტუტი“ იყო განთავსებული. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, ბოჭორიშვილი დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხულია. „2006 წელს, მას შემდეგ, რაც შეიკრა დელიმიტაციის ახალი კომისია და დაენიშნა მას საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელად ბატონი ივერი მელაშვილი, აი ამ პერიოდში იწყება შტურმი „მიწათმოწყობის ინსტიტუტზე", რომელიც 2005 წლიდან არის დაკეტილი და ბალანსიდან ბალანსზე არის გადატანილი ეკონომიკის სამინისტროში. 2006 წლის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროში და ამ პერიოდში მინისტრი გახლავთ დავით კეზერაშვილი, იმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოწვეულნი არიან სხვადასხვა სპეციალისტები და მათ შორის, სამუშაო შეხვედრაზე იძახებენ „მიწათმოწყობის ინსტიტუტის" ყოფილ პროექტის მთავარ ინჟინერს, ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც არის დაკითხული მოცემულ საქმეზე, როგორც მოწმე. მე მინდა ხაზი გავუსვა ზურაბ ბოჭორიშვილის განსაკუთრებულ სამოქალაქო გმირობას, რომელიც მან გამოიჩინა, როდესაც კონკრეტულად დაასახელა ის ფაქტობრივი გარემოებები თუ როდის მოუწია მას თავდაცვის სამინისტროში მისვლა, რა გარემოებაში მოუწია მას იმ სამუშაო შეხვედრაზე და რა მოხდა იქ. იქ იყო ერთადერთი შეკითხვა დასმული - ეძებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის სასაზღვრო მონაკვეთის ამსახველ რუკას და ამ რუკასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ინფორმაცია სად ინახებოდა ეს რუკა. ბატონმა ზურაბ ბოჭორიშვილმა მიუთითა, რომ ეს რუკა შესაძლოა ინახებოდა იმ ინსტიტუტში, რომლის სახელწოდებაც არის "მიწათმოწყობის სახელმწიფო ინსტიტუტი". ვინაიდან, იქ ინახებოდა ძალიან ბევრი რუკა და მან იცოდა, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო მსგავსი რუკაც. აბსოლუტურად რაც კი გამოსულა მეოცე საუკუნეში და არამარტო მეოცე საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნეშიც ინახებოდა სწორედ ამ ინსტიტუტში და ეს მიუთითა ზურაბ ბოჭორიშვილმა“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე. ყოფილი დეპუტატის აღნიშნავს, რომ თვითმხილველების გადმოცემით, ინსტიტუტის შენობიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა სატვირთო მანქანით გაიტანეს კარტოგრაფიული მასალა. „სად წავიდა ეს მასალები?! დღეის მდგომარეობით ეს რუკები არის განადგურებული იმიტომ, რომ არსად არ არის დაცული, არც საჯარო რე...
წყარო

Lata

თბილისი
  • 12 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ