ბლინკენი: აშშ მტკიცედ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „მტკიცედ“ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბლინკენმა ეს გაფრთხილება 4 თებერვალს გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში. ენტონი ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად დააყენა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა, მისი სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში და ალექსეი ნავალნის მოწამვლა. „სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის მყარი პოზიცია, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის მოქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ეს ეხება პოლ უილენისა და ტრევორ რიდის განთავისუფლებას, რათა მათ საშუალება მიეცეთ, დაბრუნდნენ შინ საკუთარ ოჯახებში შეერთებულ შტატებში“, დასძენს სახელმწიფო დეპარტამენტი. 2020 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეითს, უილენს, 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებით, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. აშშ-ის კიდევ ერთ ყოფილ საზღვაო ქვეითს, რიდს, ივლისში შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა ორ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რასაც რიდი არ აღიარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვმა ბლინკეს უთხრა, რომ მოსკოვი გახსნილია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ