ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. უწყება განმარტავს, რომ დაბარების მიზეზი მათი გაფრთხილებაა. "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე - ამ თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა - 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით", - აღნიშნავს პროკურატურა. პროკურატურას მელიასთან ოქმის გაფორმება სურს. ამ შეთანხმებით, მას უწყება 1-კვირიან ვადას მისცემს: "განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე". საქმე ეხება 20 ივნისის საქმეს, რომელზეც მას ბრალი "ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის" მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით) აქვს წაყენებული. ამ საქმეზე მელიას აღკვეთის ღონისძიება 2019 წლის 27 ივნისს შეუფარდეს - 30 ათასი ლარი და ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. 2020 წლის 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მელიამ აღკვეთის ღონისძიება დაარღვია, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. ამ მიზეზით მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად პროკურატურამ გირაოს 100 ათასი ლარამდე გაზრდა მოითხოვდა, სასამართლომ კი მხოლოდ 70 ათასი ლარით დააკმაყოფილა. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ