ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი წარადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ ამავე პრემიაზე წარადგინა რუსი ოპოზიციონერი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი. პოლონური გამოცემის Gazeta Wyborcza-ს ინფორმაციით, ნობელის კომიტეტისადმი მიმართვაში ლეხ ვალენსა ხაზს უსვამს ალექსეი ნავალნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთში არსებული კორუფციის გამოაშკარავების და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ. ვალენსა აღნიშნავს, რომ ნავალნი წინააღმდეგობას უწევს რუსეთში არსებულ რეჟიმს, რომელიც სულ უფრო ავტორიტარული ხდება. „ბატონი ნავალნი დღეს იბრძვის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიის იდეალების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების და კანონის უზენაესობისთვის ისევე, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ მე ვიბრძოდი კომუნისტურ პოლონეთში“, - წერს ლეხ ვალენსა, რომელსაც ნობელის მშვიდობია პრემია 1983 წელს მიენიჭა. რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. ბოლო დღეებში, პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის ქალაქებში არაერთხელ დაარბიეს ნავალნის მხარდამჭერთა აქციები და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 11 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ