ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება რომ აბსურდულია ამას დიდი კამათი არ სჭირდება

მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასადმი წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას არ სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს აბსურდული ბრალდებებით სვამენ ციხეში. “მე არ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიის თავმჯდომარეებს რაღაც აბსურდული ბრალით, სახელმწიფო გადატრიალების და რაღაც რევოლუციის ბრალით დაატარებენ პროკურატურაში და შემდეგ სვამენ ციხეში – არ მინდა. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დააშავებს, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მაგრამ ნიკა მელიასადმიწარდგენილი ბრალდება რომ აბსურდულია, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. ნიკა მელია წარმართავდა შტურმს და ის ცდილობდა პარლამენტის გადატრიალებას?- ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ღრმა რწმენით – არა,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს თანხის – 40 000 ლარის გადასახდელად, დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ