ზურაბ ჭიაბერაშვილი: ვაქცინაცია მეორე ეტაპზე ასაკოვან ადამიანებთან ერთად მასწავლებლებსაც უნდა შეეხოთ

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის აღდგენის პარალელურად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა ვაქცინაციაც უნდა ჩატარდეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ სკოლების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სახელმწიფომ რისკები სათანადოდ უნდა გათვალოს: „მე ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე და რატომღაც იქ გამოყოფილი მასწავლებლები არ იყო და მე პირველ რიგში, როდესაც შემოვა ვაქცინები, რა თქმა უნდა ჯანდაცვის ნაწილი პირველ რიგში, მაგრამ უკვე მეორე ეტაპზე ჩვენს ასაკოვან ადამიანებთან ერთად, აქ შევიყვანდი მასწავლებლებს, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ბევრ მასწავლებელსაც უნდა კლასში დაბრუნება, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდია შფოთვა და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღოს ინფექცია ან არ მიიტანოს სახლში ინფექცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბავშვები ძალიან მარტივად იტანენ, თითქმის უსიმპტომოდ იტანენ, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ალბათობის კერა საიდანაც შეიძლება ისე გავრცელდეს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ გამოგვეპაროს და რაღაცა მომენტში ისევ აფეთქება მივიღოთ, შეიძლება იყოს სკოლა და ბაღი“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ისაუბრა ასევე მასობრივი ტესტირებისა და კონტაქტების კვლევის მნიშვნელობაზე. три მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ის ძალაში შევა ეტაპობრივად, 8 და 15 თებერვალს. 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები. 15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე შენარჩუნდება. არსებული ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვა. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორის მუშაკები და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრება, რომელთაც 75 წელს ზემოთ პირები და 65-დან 74 წლამდე პირები მოჰყვებიან. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 21 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ