ოკუპირებულ აფხაზეთში 180-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი, 84 წლის მამაკაცი.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 11 738 შემთხვევა, მათგან 10423 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 180 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
...