ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის „ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი“ უწოდა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებას იმ ფონზე, როდესაც სენატმა მიიღო ორპარტიული საკანონმდებლო აქტი ნავალნის მოწამვლაში მონაწილე რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციების შესახებ. „ბატონი ნავალნი, რუსეთის დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობს რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით. იგი მიზანში ამოიღეს კორუფციის მხილების გამო. ნავალნი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 თებერვალს, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან გადაცდომებზე არ რეაგირებდა. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 12 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ