საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურესად შეშფოთებულია ზაზა გახელაძისთვის 12 წლის მისჯით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალში საქართველოს მოქალაქისთვის 12,5 წლით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. უწყება ამას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადოდ შეაფასონ მორიგი პროვოკაცია. "საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და უკანონო ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ სუსი: კეთდება ყველაფერი, რომ ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს​​​​​​ უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. "განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწ...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ