აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აპირებს, დახმარება შეუწყვიტოს საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში მოქმედ კოალიციას

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, დახმარება შეუწყვიტოს საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას, რომელიც იემენში ებრძვის პროირანულ ჰუტიტების დაჯგუფება „ანსარ ალაჰს“. ამის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში თავისი ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას. პრეზიდენტის სიტყვებით, ომმა იემენში, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, მიგვიყვანა „ჰუმანიტარულ და სტრატეგიულ კატასტროფამდე“ და „უნდა დასრულდეს“. აშშ შეწყვეტს საუდის არაბეთის კოალიციის მხარდაჭერას შეტევითი ოპერაციების დროს და შეზღუდავს ერ-რიადისთვის იარაღის მიწოდებას. აშშ-ის კონგრესმა ადრე მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავდა მოწოდებას ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, უარი ეთქვა საუდის არაბეთის მხარდაჭერაზე, მაგრამ ეს არ გაკეთდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ საჭიროა ბრძოლა რეგიონში ირანის გავლენის წინააღმდეგ. იემენში ბრძოლების დროს, საავიაციო თავდასხმებისას, სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა ასი ათასამდე ადამიანი, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობა. ჰუტიტები იემენის დედაქალაქ სანას და მიმდებარე არეალებს აკონტროლებენ. ბოლო ხანს მათ მიაღწიეს გარკვეულ სამხედრო წარმატებას და ცეცხლი დაუშინეს საკუთრივ საუდის არაბეთს, რომელიც მხარს უჭერს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ადენში. თავის გამოსვლაში ბაიდენი შეეხო აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს და პირობა დადო, რომ აღადგენს აშშ-ის „მორალურ ლიდერობას“ მსოფლიოში და კვლავ კოორდინირებულად იმუშავებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ...
წყარო

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ