საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook -DDG-75) შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. სამინისტროს განმარტებით, Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას. „დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს. ამერიკული გემები, მათ შორის, „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეების და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად. ბოლო წლების განმავლობაში „დონალდ კუკი“ ბათუმის პორტში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 20 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 12 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ