სომხეთში მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
ამავე ეპიცენტრულ ზონაში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრიდან 79 კმ-ში, ასევე, მოხდა 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო, 80 კმ-ში - 3.8 (ML) მაგნიტუდის.
...