რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა, ბორელი რუსეთთან ურთიერთობის "დაბალ დონეზე" ლაპარაკობს

რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში. 5 თებერვალს, იმავე დღეს, ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და მასპინძლებს განუცხადა, რომ ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენების გამო ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე" დავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის ელჩი, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და გერმანიის წარგზავნილი სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს 23 იანვრის მიტინგებში „დიპლომატიური თანამშრომლების რეგისტრირებული მონაწილეობის“ გამო. სამინისტროს განცხადებით, „დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო ქმედებაში გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად. მათ მოეთხოვათ უახლოეს მომავალში დატოვონ რუსეთის ტერიტორია“. სამინისტროს განცხადება მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საქმეთა ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა ურთიერთობათა გაუარესების ფონზე, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მისი განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს ჩახშობას მოჰყვა. ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა, მათთანე თრად აშშ, მოითხოვენ განთავისუფლდეს კრემლის ოპონენტი, ნავალნი, რომელიც აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამლეს რუსეთში, რაშიც ის რუსეთის ხელისუფლებს ადანაშაულებს. ბორელმა „გადაჭრით დაგმო“ რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევება, როცა მას ამის შესახებ ამცნეს ლავროვთან შეხვედრის დროს. მან უარყო ბრალდება, რომ დიპლომატებმა ჩაიდინეს უცხოელი დიპლომატების სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედება“, განაცხადა ევროკაშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 8 საათის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ