სერგო ჩიხლაძე: …ქალბატონი წულუკიანის და კობახიძის რიტორიკა, მათი თავხედური და უზრდელი, დამაზიანებელი, არაეთიკური განცხადებები და ქცევები ამას ხელს არ შეუწყობს

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მხოლოდ მოლაპარაკებების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევლენ, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმაც და „ქართულმა ოცნებამაც“. ქალბატონი წულუკიანის და კობახიძის რიტორიკა, მათი თავხედური და უზრდელი, დამაზიანებელი, არაეთიკური განცხადებები და ქცევები ამას ხელს არ შეუწყობს, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მათი შეთავაზებაა, ვადამდელი არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს, ხოლო ადგილობრივმა არჩვენებმა 2022 წელისთვის უნდა გადაიწიოს. „ჩვენ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას თავიდანვე შევთავაზეთ ალტერნატივები, კიდევ მზად ვართ ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა ალტერნატივები, კომპრომისული ვარიანტები შევთავაზოთ და ვთავაზობთ კიდეც, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც არაფერს გვთავაზობს. ეს იყო ინიციატივა, რომ 2021 წელის შემოდგომაზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ხოლო ადგილობრივმა არჩვენებმა 2022 წელს გადაიწიოს. ძალაუფლების განაწილებისთვის კარგია, რომ ცალ-ცალკე იყოს არჩევნები, ამას ეფუძნებოდა ჩვენი წინადადება“, – აცხადებს ჩიხლაზე. მისივე განმარტებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჩივრებმა საქართველოს ყველა ინსტანცია მოიარა. „მტკიცებულებები წარდგენილი იქნა ყველა ინსტანციაში, რომელიც კი საქართველოში არსებობს და რომელსაც უნდა განეხილა, ეს იყო საუბნო კომისიები, ცენტრალური საარჩევნო კომიუსია, სასამართლო, მეტი ინსტანცია საქართველოში არ არსებობს. ეს რიტორიკა „გირჩის“ და ელისაშვილის, ძალიან დიდ კომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“, ხანდახან მიკვირს ხოლმე, რეალურად ეს ხალხი ნამდვილად ოპოზიცია არის თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე დანაყოფი“, – აცხადებს ჩიხლაძე....
წყარო

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 12 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ