” უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს”

ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. „ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად დაემთხვა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ერთხმად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა დამგმობი განცხადებები. ვიხილეთ აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა....
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 13 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 7 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ