„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მიმართავს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან. კომპანია აღნიშნავს, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას. განცხადებაში საუბარია ასევე იმ ნორმებზე, რომლებიც როგორც კომპანიამ ისე მგზავრებმა უნდა დაიცვან. "აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე; აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში; სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. “თბილისის მიკროავტობუსი” გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას." - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, მიკრო ავრობუსი) ამუშავდება. შაბათ-კვირას კი ტრანსპორტი კვლავ გაჩერებული იქნება. ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ