ესტონეთის საგარეო უწყება გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავების გაგრძელებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის სასჯელის გახანგრძლივებას გამოეხმაურა. "ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გაგრძელების შესახებ. 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში. ესტონეთის საგარეო უწყება ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებასაც აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 5 თებერვალს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ