საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან თავიანთ მოთხოვნებს გამოთქვამენ

საქართველოს პარლამენტის წინ იმართება საპროტესტო აქცია მოთხოვნით "გახსენი ქვეყანა". აქციას მეტწილად ესწრებიან ის მეწარმეები, რომლებსაც არ შეჰხებიათ მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქება. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ითხოვენ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას. "ერთი წელია უმუშევარი ვარ და მოთხოვნაა, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი სექტორის გახსნა, რომ შევძლოთ ბავშვების გამოკვება", - აღნიშნა ანიმატორმა, რომელიც აქციაზე "სპაიდერმენის" ფორმით მივიდა. აქციის მონაწილე ხატია სიჭინავა სკოლების გახსნა-დაკეტვის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ითხოვს, რომ მთავრობამ წარმოადგინოს გეგმა, რომელიც აჩვენებს, რის მიხედვით იხელმძღვანელებს იგი შეზღუდვების განხორციელებისას. ალექსანდრე გიორგიძემ დღეს ერთწლიანი პაუზის შემდეგ მეტეხის ხიდიდან პარლამენტამდე მცირე ტური ჩაატარა და ისიც, როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ითხოვს, რომ მუშაობის საშუალება მიეცეთ. " მე არ მჭირდება 200-300-ლარიანი დახმარება, ბევრად მეტს გამოვიმუშავებ და გადაგიხდით ბიუჯეტში", - ამბობს აქციის მონაწილე გიდი. შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა. 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბაზრობები. 15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ. აღნიშნულ შემსუბუქებაზე დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს მთავრობის გადმოგდებული "საკენკია" და არსებულ რთულ ვითარებას არ შეცვლის. მათი თქმით, საჭიროა კომენდანტის საათის გაუქმება და ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათამდე დარჩებიან. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ