ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპს არ უნდა მიეცეს სადაზვერვო ანგარიშზე წვდომა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ ის არ მისცემს საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშების მიღების უფლებას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მისი ექსცენტრული საქციელის“ გამო. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა ტელეკომპანია სი-ბი-ესთან ინტერვიუში, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა საიდუმლო სადაზვერვო ანგარიში, რომელსაც, ტრადიციულად, პატივისცემის ნიშნად, იღებდნენ ყოფილი პრეზიდენტები. „რა აზრი აქვს მისთვის სადაზვერვო ანგარიშების მიცემას? რა შედეგი ექნება ამას, გარდა იმისა, რომ შესაძლოა გამოხტეს და თქვას ის, რაც საჭირო არაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ინტერვიუში. მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისათვის სადაზვერვო ანგარიშების გაცნობის საკითხი განხილვის სტადიაში იმყოფება და ის მოქმედი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. 8 თებერვლიდან აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყება. კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამბოხებისკენ წაქეზების მუხლით გამოცხადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს 25 იანვარს გადასცა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და მომავალ არჩევნებში კენჭისყრის უფლებით. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ მას უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ. ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ