ევროკავშირის ქვეყნები შესაბამისი ზომებით უპასუხებენ მოსკოვის მიერ სამი დიპლომატის გაძევებას

ევროკავშირის ქვეყნები - გერმანია, პოლონეთი და შვედეთი გმობენ რუსეთის მიერ მათი დიპლომატების გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმუქრებიან საპასუხო ზომებით, თუ რუსეთის ხელისუფლება არ შეცვლის თავის ჩანაფიქრს. რუსეთმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა პოლონეთისა და შვედეთის საკონსულოს, ასევე გერმანიის სალეჩოს თანამშრომლები და ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ევროკავშირის ქვეყნები ახადებენ, რომ მათ დიპლომატებს არავითარი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და არც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობდნენ. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰაიკო მაასმა, განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ უფრო „დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ურთიერთობას ევროპასთან“. ვითარების კომენტირებისას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას გაუმართლებელი უწოდა. 5 თებერვლს შვედეთის ელჩი, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და გერმანიის წარგზავნილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს 23 იანვრის მიტინგებში „დიპლომატიური თანამშრომლების რეგისტრირებული მონაწილეობის“ გამო. სამინისტროს განცხადებით, „დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო ქმედებაში, გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად. მათ მოეთხოვათ, უახლოეს მომავალში დატოვონ რუსეთის ტერიტორია“. 5 თებერვალს, იმავე დღეს, ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და მასპინძლებს განუცხადა, რომ ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე" დაიყვანა. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 19 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ