დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს “კომენდანტის საათი” და აგრძელებენ პროტესტს

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის წინ 21:00 საათზე დაიწყო, პროტესტის მონაწილე ათეულობით ადამიანმა დაარღვია ე.წ "კომენდანტის საათი" და ამ ფორმით გამოხატეს თავისი უკმაყოფილება სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების მიმართ. აქციის მონაწილეები საყვირებით, დასარტყამი დოლებით, სასტვენებით და მუსიკის თანხლებით მიემართებიან დედაენის ბაღისკენ, სადაც გეგმავენ, რომ გააგრძელონ პროტესტი და გაათენონ ღამე. " მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სახელმწიფოს რაღაც სანქციები აქვს გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ ნიშნავს რომ დღევანდელი ღამის შემდეგ მთავრობა "გაფუცხუნდება" და რაღაცას შეცვლის, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. სხვა ადამიანები გაიგებენ, რომ გაპროტესტებას აზრი აქვს", - განაცხადა ჯაფარიძემ. როგორც აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "მოძრაობა სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველაზე მინიმუმი რასაც ითხოვენ, არის კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა: - "ჩათვალეს, რომ გამოცხადებული შემსუბუქება უნდა ყოფილიყო საკმარისი მიზეზი, რომ პროტესტი არ შემდგარიყო, მაგრამ ვერ მივართვით. ეს ხომ რეალური გახსნა არ არის?! შაბათ-კვირას რომ არ მუშაობენ რესტორნები, 9 - ზე უკვე კომენდანტი რომ არის და მეპატრონეს ამის გამო 7-ზე უწევს ობიექტის დაკეტვა, ხომ არარეალურია, ამან იმუშაოს. ამიტომ, უნდა გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რომლებიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას", მაქარაშვილის თქმით ისინი ასევე მზად არიან მოლაპარაკებისთვის და მისი თქმით ასევე საჭიროა, რომ საკოორდინაციო საბჭოში საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი მონაწილეობდეს, რომელიც მიიტანს სათქმელს საზოგადოებამდე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. "რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ ხომ არ ვართ მოტივირებული ძალა, რომელსაც უნდა რამე გააფუჭოს, პირიქით, გვინდა ბევრი რამე გაკეთდეს და თუ ამას სახელმწიფო ვერ გვთავაზობს, გადავწყვიტეთ, ხმამაღლა მოვთხოვოთ ქუჩაში გასვლით", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა მაქარაშვილმა. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა აქციის მონაწილეთა დაჯარიმბის შესახებ. საპატრულო პოლიცია იმყოფება აქციის მონაწილეებთან ერთად და მიჰყვება მათ დანიშნულების ადგილამდე. ...
წყარო

Lola

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 13 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ