აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ტრანსატლანტიკური კავშირების „აღდგენაზე“ შეთანხმდნენ
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ სურთ „ტრადიციული მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირების“ აღდგენა გლობალური გამოწვევების ერთობლივად გამკლავების მიზნით. ნატოს წამყვანი ქვყენების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი ვირტუალური შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც თავის მოვალეობას შუდგა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო ერთიან ძალისხმევზე „გლობალური გამოწვევების შესამცირებლად“, - ნათქვამია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გერანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ყურადღება გაამახვილეს ასევე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, 2018 წელს დატოვა.
აშშ-ისა და ევროპის სამი წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტებმა იმსჯელეს კორონავირუსის კრიზისზე, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზე და სხვა გლობალურ გამოწვევებზე.
...