უკრაინის ხელისუფლება დიდი რაოდენობით ვაქცინის შეძენას იწყებს

უკრაინა შეიძენს კომპანიების AstraZeneca-სა და Novavax-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო 12 მილიონ ვაქცინას მოსახლეობის საყოველთაო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაცია 5 თებერვალს გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთახმება უკვე გაფორმებულია აღნიშნულ ვაქცინაზე, რომელიც ინდოეთში დამზადდება. მინისტრ მაქსიმ სტეპანოვის თანახმად, პრეპარატის პირველ პარტიას უკრაინა მიმდინარე თვის განმავლობაში მიიღებს. „ჩვენი პარტნიორებისგან 12 მილონი დოზის მიღება კარგი სიგნალია და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მოწოდების პირველივე თვეში უზრუნველვყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვების პრეზიდენტის ადამინისტრაციის საიტზეა გამოქვეყნებული. ამას გარდა უკრაინა მოელის გაეროს Covax program-ის ფარგლებში შეპირებული 8 მილიონი დოზის და დამატებით კიდევ 5 მილიონ დოზა ჩინური CoronaVac-ის ვაქცინის მიღებას. მანამდე ზელენსკის კრიტიკა დაატყდა თავს იმის გამო, რომ ვერ მოახერხა დასავლეთის ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის შეძენა, ვინაიდან გაირკვა, რომ უკრაინა ევროპის დახმარების მოლოდინში მყოფი ქვეყნების სიის ბოლოში აღმოჩნდა. უკრაინამ, რომლის ყირიმის ნახევარკუნძულიც რუსეთის მიერაა ანექსირებული, უარი თქვა რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე. 40 მილიონიან უკრინაში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 1,2 მილიონი ადამიანი, 24 000 პაციენტი გარდაიცვალა. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 3 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 3 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 6 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ