მონტენეგროს სასამართლომ გააუქმა გადატრიალების მცდელობის შესახებ ადრე გამოტანილი განაჩენი

მონტენეგროს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე პირველადი ინსტანციაში გამოტანილი გამოტანილი განაჩენი, რასაც გამოძიების პროცესში, სააპელაციო სასამართლოს ცნობით, „სერიოზული სისხლის სამართლის პრცესუალაური დარღვევები“ ახლდა. გადატრიალების მცდელობის საქმეზე 2019 წლის მაისში სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდეს 13 კაცს. მათ შორის რუსეთის ორ მოქალაქეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) სავარაუდო თანამშრომლებს. ედუარდ შიმშაკოვს 15, ხოლო ვლადიმირ პოპოვს 12 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მსჯავრდებულთა შორის იყვნენ მონტენეგროელი პოლიტიკოსები, ანდრია მლადიჩი და მილან კნეზევიცი, იმხანად მათი პარტია ოპოზიციაში იყო. გამოძების თანახმად, ზემოაღნიშნული პოლიტიკოსები შეთქმულებაში მონაწილეობდნენ პროდასავლური ხელისუფლების დამხობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ხელშეშლის მიზნით. მსჯავრდებულები, რომლებიც სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავისუფლებაში ელოდნენ, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე ლაპარაკობენ. გადატრიალების მომზადებასთან საკუთარ კავშირს უარყოფს რუსეთიც. შარშან მონტენეგროში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ოპოზიციური კოალიცია, რომლის შემადგენლობაში პრორუსული ძალებიც იმყოფებიან ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 25 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 30 წუთის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 21 საათის წინ