რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება

8 თებერვლიდან რუსთავის შიდა გზებზე მოძრაობას დაიწყებს თურქეთში შეძენილი, ევროსტანდარტის 22 ავტობუსი, რომლებითაც მგზავრობა 10 თეთრიდან 50 თეთრამდე ეღირება. ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრობა, სოციალურად დაუცველი მგზავრებისთვის უფასო, ხოლო დანარჩენებისთვის 20 თეთრი ღირდა. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამგზავრო შეღავათებით ისარგებლებს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და სიპ-ების თანამშრომლები. ახალ სამგზავრო ტარიფზე რუსთავის საკრებულო 8 თებერვალს იმსჯელებს. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია 7 თებერვალს გაიმართა. რუსთავის მერმა თქვა, რომ ქალაქი სულ 40 ავტობუსს მიიღებს. დანარჩენ ტრანსპორტს თებერვლის ბოლოს ელოდებიან. რუსთავისთვის განკუთვნილი ავტობუსები ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქის მერიის თანადაფინანსებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 18.7 მილიონი ევროს ღირებულების, 175 ერთეული ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. რუსთავის ხელისუფლებამ პროგრამაში მონაწილეობისთვის მილიანი აშშ დოლარი კრედიტი აიღო. ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის საქართველოს ექვსი ქალაქი - რუსთავი, თელავი, ფოთი, გორი, ზუგდიდი და ქუთაისი იყო შერჩეული. ...
წყარო

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 11 საათის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 16 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ