სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი სოფლის შესასვლელთან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ და გააპროტესტეს დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი განაჩენი. 5 თებერვალს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გახელაძის ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებისგან ცხინვალის ციხის პატიმრის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ცხინვალში ე.წ. სახაზინო ადვოკატსაც დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ განაჩენის გასაჩივრების საკითხი ახლა ზაზას პოზიციაზეა დამოკიდებული და თვითონ პატიმარი იმედს არ კარგავს, რომ მალე გაათავისუფლებენ. სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. გახელაძეს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. მისი ოჯახი 211 დღეა, დაკავებულის გათავისუფლებას და დახმარებას ითხოვს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 18 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ