ბელარუსსა და მის ფარგლებს გარეთ სოლიდარობის აქცია იმართება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 7 თებერვალი გამოაცხადა ბელარუსის სოლიდარობის დღედ და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ბელარუსის ყველა მეგობარს, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ბელარუსის ავტოკრატი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ციხანოუსკაიას განცხადებით, 9 აგვისტოს „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ, „ბელარუსები მტკიცედ და ქედუხრელად ითხოვენ დემოკრატიასა და თავისუფლებას, რეჟიმის მხრიდან უკანონობის მიუხედავად“. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სოლიდარობის აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა. три ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და კვლავ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის „მშვიდობიანი დიალოგით“ გადაჭრისკენ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა ადამიანებს, რომ სოლიდარობის დღეს გამართონ მსვლელობები, გამოხატონ მხარდაჭერა სოციალური მედიის საშუალებით, გაუგზავნონ წერილები პოლიტპატიმრებს და ღამით თეთრ-წითელი ფერებით გაანათონ სახლის ფასადები. три ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 14 საათის წინ

Олеся

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 14 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ