აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ სანქციები

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაუბრუნდეს დასავლეთის სახელმწიფოებისა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას. „თუ მათ სურთ, რომ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, მაშინ აშშ-მა ნამდვილად უნდა გააუქმოს ყველა სანქცია, შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას და თუ დავრწმუნდებით, რომ სანქციები სწორად არის გაუქმებული, დავუბრუნდებით ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს არის ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის პირველი საჯარო გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ვაშინგტონს, დაბრუნდეს 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაში, რომელიც აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს დატოვა და ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თეირანს. პასუხად ირანმა განაცხადა, რომ აღარ აწვევს ვალდებულების ტვირთი და თანდათანობით დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს საერთაშორისო შეთანხმებაში დაბრუნების გზებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებს, მაშინ ვაშინგტონი მის მაგალითს მიბაძავს. ...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 21 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 18 საათის წინ