ამირან გამყრელიძე: „ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი არ განიხილება“

„საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ, დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდემიურ აფეთქებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი არ განიხილება. „დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი, დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ, უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს - აი, ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 7 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Lola

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 დღის წინ