ბირმაში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ

კვირას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ბირმაში (მიანმარში), სადაც 1 თებერვალს არმიამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ჩამოაგდო პრეზიდენტი უინ მიინტი და დააპატიმრა ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ იანგონში ზედიზედ მეორე დღეა გამოდის ათეულათასობით ადამიანი. ისინი უპირისპირდებიან სამხედრო რეჟიმს და ქვეყნის დემოკრატიზაციას მოითხოვენ. მრავალი დემონსტრანტი აფრიალებს პოლიტიკური პარტია „დემოკრატიის ნაციონალური ლიგის“ წითელი ფერის დროშებს. ამ პარტიას უდგას სათავეში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი, რომელიც გადატრიალებამდე ხელისუფლების ფორმალური მმართველი იყო ბირმაში. დემონსტრანტები ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ და აქციების გააგრძელებას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აპირებენ. იუწყებიან, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომელმაც გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა. ბირმელი სამხედროები აცხადებენ, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაპატიმრება პასუხია იმ მაქინაციებზე, რასაც 2020 წლის ნოემბრის არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. სამხედრო ძალებმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადეს მინ შვე, ყოფილი გენერალი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ბირმაში სამხედროების მოქმედებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 თებერვალს უწოდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. სუ ჩი 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში 1989-2010 წლებში, როცა ის დემოკრატიულ მოძრაობას ედგა სათავეში ქვეყანაში, რომელიც ადრე მიანმარის სახელით იყო ცნობილი. აუნ სან სუ ჩი კვლავაც დიდად პოპულარულია ბირმაში, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყა, მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს მუსლიმი როჰინჯების დევნა გაამართლა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ