გარდაიცვალა ჯორჯ შულცი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ამერიკული ტელეკომპანია „Fox News”-ის ცნობით, 100 წლის ასაკაში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა „ცივი ომის“ დასრულების შესახებ საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებაში. 1989 წელს, სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჯორჯ შულცი რესპუბლიკურ პარტიაში სტრატეგიული საკითხებით იყო დაკავებული და ეწოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, მათ შორის როგორც კალიფორნიის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის, მრჩეველთა საბჭოს წევრი. შულცი ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკელი იყო, ვინც ღიად დაუჭირა მხარი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას. „გლობალურს ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს“, - წერდა შულცი 1998 წელ, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში 2014 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჯორჯ შულცმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინისათვის შეიარაღებით დახმარების, უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, 100 წლის ჯორჯ შულცი, კვირას სტენფორდში (კალიფორნია) საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 23 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 14 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ