უნგრეთმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი Sputnik V-ის ვაქცინის გამოყენებას
უნგრეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა ცენტრმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსული Sputnik V-ის ვაქცინა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში გამოსაყენებლად, სხვა პრეპარატებთან (Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca) ერთად.
უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც, ხელისუფლების თანახმად, 40 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინა უკვე მზად არის აცრების ჩასატარებლად. მთლიანად კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნგრეთი რუსეთიდან 2 მილიონ დოზას მიიღებს.
თებერვლის დასაწყისში ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოქვეყნა ვაქცინის მესამე სტადიის გამოცდის შედეგად მიღებული შუალედური დასკვნა, რომელშიც Sputnik V-ის შემქნელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 91,6%-ს შეადგენს.
INFOGRAPHIC: How Effective Are COVID-19 Vaccines?
ასევე უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთისგან შეიძენს 5 მილიონ დოზა „Sinopharm“-ის ვაქცინას.
მთავრობის თანახმად, უნგრეთში ჩინური პრეპარატის გამოყენება თვის ბოლოს დაიწყება.
...