ჟოზეპ ბორელი წერს, რომ რუსეთს მოუწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ

მოსკოვში თავისი პირველი ვიზიტის დროს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განიხილა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში, არამედ წამოჭრა ასევე ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე კონფლიქტების თემა და კვლავ მოუწოდა რუსეთს მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ. „ჩემი დაჟინებული მოწოდება იყო, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და წინსვლა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების მხრივ. მე ვამტკიცებდი, რომ აუცილებლად უნდა ვიღოთ ყურად ბელარუსი ხალხის მოწოდებები, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი, რაც მძლავრად და მკაფიოდ ისმის აგერ უკვე ექვსი თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და, ასევე, სირიისა და ლიბიის კრიზისები შედიოდა იმ საკითხთა შორის, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ ჩვენი იმ პრობლემური რეგიონის მიმოხილვისას, რომელთან მიმართებითაც რუსეთსა და ევროკავშირს შორის ყველაზე უფრო ხშირია უთანხმოება“, - ნათქვამია საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის მიერ რუსეთის ვიზიტის თაობაზე გამოქვეყნებულ ბლოგში. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 4-5 თებერვალს ეწვია სამუშაო ვიზიტით რუსეთს. მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეპ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მიუწოდა რუსეთს, როგორც ნავალნის, ისე ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლად გათვისუფლებისან და ასევე ნალავნის მოწმავლის საქმის "მიუკერძოებელი" გამოძიებისკენ. რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 13 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 9 თვის წინ