11 თებერვალს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება
11 თებერვალს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ განცხადებაში განსახილველი საკითხები ცნობილი არაა, თუმცა ამ შეკრებას წინ უსწრებს პანდემიის დროს ვაქცინაციის პროცესი, რომელზეც ქვეყანაში არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობს.
...