ამ კვირაში აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი იწყება

9 თებერვლიდან აშშ-ის სენატში იწყება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, 45-ე პრეზიდენტის მიმართ კვლავ გამამართლებელი განაჩენი დადგება, თუმცა ზიანი მიადგება მის ისტორიულ მემკვიდრეობას. იმპიჩმენტის საქმის განხილვას სამშაბათიდან შეუდგება 100 სენატორი, რომლებმაც მოსამართლეების რანგში უნდა დაადგინონ, არის თუ არა დონალდ ტრამპი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს მოჰყვა. ABC News/Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანხმად, აშშ-ის მოქალაქეთა უმრავლესობა, 56%, მხარს უჭერს სენატის იმ წევრებს, რომლებიც ადანაშაულებენ ტრამპს და მიიჩნევენ, რომ მას უნდა ჩამოერთვას უფლება, კვლავ დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. მაგრამ მხოლოდ 50 დემოკრატი სენატორის ხმა განაჩენის გამოტანისათვის არ კმარა. აუცილებელია, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს კიდევ 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც იმპიჩმენტის სასამართლო პროცესის კენჭისყრით შეწყვეტას ითვალისწინებს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მისი ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ