ბექა ნაცვლიშვილმა „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა პარტია დატოვა. განცხადებაში, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელდა, ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის აუცილებელი რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. იგი ამბობს, რომ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსს“ ღირსეული ადამიანების ხელში ტოვებს და თავად სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლას განაგრძობს: „თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის, მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის. სოციალური წარმომავლობა არ უნდა იყოს წინაღობა თვითრეალიზებისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში. „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ. პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა: მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვება უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ