კორუფციაში დადანაშაულებული ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ კორუფციის მუხლით დაწყებულ საქმეზე, რომლის თაობაზეც კვლავ განახლდა კორონავირუსის გამო გადადებული სასამართლო პროცესი. სკანდალური ბრალდების გარშემო სასამართლო პროცესი ტარდება საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე, რომელშიც ნეტანიაჰუ გამარჯვებას და თავისი 12-წლიანი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ესწრაფვის. „მე ამას ვადასტურებ ჩემ მიერ წერილობით წარდგენილ პასუხში“, - განაცხადა ნატანიაჰუმ 8 თებერვალს, იერუსალიმის სასამართლოში. მისი პოზიცია ემყარება სასამართლოსათვის ადვოკატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელშიც დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ნეტანიაჰუ უდანაშაულოა ქართამის აღებისა და თანამდებობის ბოროტად სარგებლობის გამო წარდგენილ ბრალდებებში. ისრაელის პროკურატურა, რომელიც საქმეს 2019 წლიდან იძიებს, ამტკიცებს, რომ ნეტანიაჰუ საჩუქრებს იღებდა მდიდარი ბიზნესმენებისგან დიდი ოდენობის ქრთამის სახით და ასევე სამსახურს უწევდა მედიაბიზნესის წარმომადგენლებს, პრესაში თავისი საქმიანობის დადებითი მხრიდან გაშუქებისთვის. 71 წლის ნეტანიაჰუ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს მისი პოლიტიკური ოპონენტების ნამოქმედარია. სასამართლო პროცესი ნეტანიაჰუს წინააღმდეგ 9 თვის წინ დაიწყო, მაგრამ გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული საყოველთაო კარანტინის გამო. იმავე პერიოდში, ნეტანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში და მის ოპონენტ პოლიტიკოს, ბენი განცთან ერთად ქნესეთში ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია, რომელიც დეკემბერში დაიშალა. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ისრაელში 23 მარტს გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ნეტანიაჰუს „ლიკუდის“ პარტია კვლავ იმედოვნებს წარმატების მიღწევას. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 13 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 3 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ