YouTube-მა დაბლოკა ვიდეო, რომელშიც ნავალნი ელაპარაკება სავარაუდო მონაწილეს მის მოწამვლაში

საიტმა YouTube-მა დაბლოკა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ვიდეო, რომელშიც ის ელაპარაკება ომის ქიმიკოსს, კონსტანტინ კუდრიავცევს. ნავალნი კუდრიავცევს მიიჩნევს ეფესბეს თანამშრომლად და ერთ-ერთ პირად, რომელმაც მის მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა. YouTube-ზე ამ ვიდეოს ჩართვის მცდელობისას ჩნდება წარწერა, რომ ის დაბლოკილია კომპანია ViacomCbs-ის საავტორო უფლებების დაცვის მიზნით. ტელეარხი Дождь-ი ვარაუდობს, რომ ბლოკირება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვიდეოში "გამოყენებულ ნაწყვეტთან ფილმიდან, რომელზეც უფლებები ეკუთვნის ViacomCBS-ს". ნავალნის სავარაუდო მომწამვლელი პირის ვიდეო 21 დეკემბერს გამოქვეყნდა და ის 27 მილიონზე მეტჯერ იქნა ნანახი. ნავალნიმ YouTube-ის თავის არხზე გამოაქვეყნა ეს ვიდეო, რომელიც მოიცავს მის ლაპარაკს კაცთან, ვისაც ის კუდრიავცევად ასახელებს. ჩანაწერში მამაკაცი ფაქტობრივად აღიარებს, რომ პოლიტიკოსი 2020 წლის ზაფხულში, ტომსკში, სპეცსამსახურების მუშაკებმა მოწამლეს. ეფესბემ კუდრიავცევთან ლაპარაკის ჩანაწერს "გაყალბებული" უწოდა. 14 დეკემბერს Bellingcat-მა, The Insider-მა, Der Spiegel-მა და CNN-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი გამოძიება. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა რვა ოპერატიული მუშაკი, რომლებიც ეფესბეს კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან არიან დაკავშირებული. რუსი ოპოზიციონერი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 2 თებერვალს კი, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ