ბირმაში (მიანმარი) დემონსტრანტები გააფრთხილეს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით დაუპირისპირდებიან

ბირმის (მიანმარი) დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები გააფრთხილა დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალით დაუპირისპირდებიან. ამ გაფრთხილებამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო ტელევიზიამ მიანიშნა პოტენციურ ზეწოლაზე მასობრივ დემონსტრაციებზე, რომლებიც გასული კვირის სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ იმართება. ნაიპიდოში და სხვა ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა აქციებს, რომლებიც უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, დიქტატურის დასაგმობად და არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაპატიმრების წინააღმდეგ. სააგენტო როიტერსის თანახმად, ნაიპიდოში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი სამ რიგად განთავსდა ქუჩაზე, დემონსტრანტების წინ, რომლებიც სკანდირებდნენ გადატრიალების საწინააღმდეგო ლოზუნგებს. სააგენტოს თანახმად, ქუჩაზე აღმართულ ბანერზე წერია, რომ თუ დემონსტრანტები პოლიციის რიგის გარღვევას შეეცდებიან, შესაძლოა ნამდვილი ტყვიები იყოს გამოყენებული. სახელმწიფო მედია გამოდის გაფრთხილებით, რომ თუ დემონსტრანტები საფრთხეს შეუქმნიან "სახელმწიფოს სტაბილურობას, საზოგადოების უსაფრთხოებას და კანონის უზენაესობას", შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. მანამდე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ნაიპიდოში თავშეყრილი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ქვეყნის არმიამ ხელისუფლება 1 თებერვალს ჩაიგდო ხელში და ერთი წლის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არმია მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე აცხადებს, რომ მანამდე ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. დააპატიმრეს აუნ სან სუ ჩი და მისი პარტიის, ეროვნული ლიგა-დემოკრატიისთვის მაღალი რანგის წევრები. გადატრიალებამ მოულოდნელად გააჩერა ქვეყნის პრობლემური გადასვლა დემოკრატიაზე და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 13 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 16 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ