რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 665 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 168 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 497 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ